ედი მერფი კომიკოსის კარიერას უბრუნდება
ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ედი მერფიმ განაცხადა, რომ კომიკოსის კარიერას დაუბრუნდება. მას სურს ისევ გამოვიდეს კომედიკლუბის „სტენდაფში“.
„მე ამას ისევ გავაკეთებ“ განაცხადა მსახიობმა გამოცემა Daily Mail-თან საუბარში. თუმცა მსახიობი აცხადებს, რომ ჯერ ვარჯიში და ფორმის დაბრუნება მოუწევს.
58 წლის მერფი აცხადებს, რომ კომედიკლუბში გამოსვლას პასუხისმგებლობით ეკიდება, ამიტომ სურს ყველაფერი კარგად დაგეგმოს.
ედი მერფი 1961 წლის 3 აპრილს დაიბადა ნიუ-იორკში, პოლიციელის ოჯახში. როდესაც ედი 8 წლის იყო, მამა დაეღუპა. მერფის ხუმრობის ნიჭი ბავშვობიდან გამოვლინდა. იგი სკოლაში სულ ართობდა თანაკლასელებს და საკმაოდ პოპულარული მოსწავლეც იყო. 15 წლის ასაკში იგი ფულს იღებდა თავისი ხუმრობებისთვის.
imedinews.ge
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
