9 ნოემბერს, ქუთაისში, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე“ გრანდიოზულ კონცერტს გამართავს
9 ნოემბერს, 21:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამტულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე“ მძიმედ დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.
ქართველი მეცო-სოპრანოს ინიციციატივით, მსგავსი მასშტაბის საქველმოქმედო მარათონი საქართველოს რეგიონში პირველად იმართება.
იმერეთს და ქუთაისს პირველად ესტუმრებიან ცნობილი საოპერო ტენორი ანტონელო პალომბი, ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი. კონცერტში მონაწილეობს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.
ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებბს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 2014 წელს დაარსდა. დღემდე, 60-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და 300-მდე მრავალშვილიან ოჯახს აღმოუჩინა დახმარება. ფონდი, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებით, მუდმივად ახდენს ეროვნული ფასეულობების და საქართველოს ტურისტული პოლიტიკის პოპულარიზაციას.
საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იმერეთში და ქუთაისის მერია.
ფონდის მუდმივი პარტნიორი- კომპანია „SOCAR”. მედიაპარტნიორი -ტელეკომპანია "რუსთავი 2“. მასპინძელი სასტუმრო -„Best Western Kutaisi”.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი