„წარმატებების მისაღწევად არ ვხატავ, ეს ჩემთვის განტვირთვისა და სიამოვნების წყაროა“- სოფია გოდუაძე
სიცოცხლის ფერები - სწორედ ამას გაიფიქრებთ, როცა მხატვრის, -სოფია გოდუაძის ნახატებს ნახავთ.
ფერების განსაკუთრებული შეხამება აქვს, განსხვავებულ ყვავილებს ხატავს, უფრო ხშირად კი პეიზაჟებსა და ნატურმორტებს.
26 თებერვალს, ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში მისი და მისი მეუღლის, - ვალენტინ მიტევის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა "სიყვარულის შთაგონებით“ გაიმართა. კოლექციის შემოქმედებითი მოტივაციისა და შთაგონების წყარო ქართულ-ბულგარული ურთიერთობები გახდა, ინსპირაცია კი - "როგორ ვუყუროთ სამყაროს სიყვარულის თვალებით", ამიტომ გამოფენის სლოგანი "ქართველი სოფია სოფიაში“ იყო.
FirstNews.ge გთავაზობთ ინტერვიუს მხატვარ სოფია გოდუაძესთან:
- გაეცანით მკითხველს - ვინ არის სოფია გოდუაძე?
- 1975 წელის 11 მაისს ქალაქ ეკატერინბურგში(რუსეთი) დავიბადე. 1979 წლიდან ქ. ქუთაისში ვცხოვრობდი, სადაც მე #14 საშუალო სკოლა დავამთავრე და ა.წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
- რა ასაკში დაიწყეთ ხატვა?
- ხატვა, დედის გადმოცემით, პატარა ასაკში დამიწყია, მაგრამ სერიოზული გრაფიკული ნამუშევრები 17 წლის ასაკში შევქმენი. 2015 წლიდან, დიდი პაუზის შემდეგ, ხატვა განვაახლე. სავარაუდოდ შთაგანოება იყო ჩემ ბულგარელ მეუღლესთან შეხვედრა.
- ძირითადად რა სტილში ხატავთ და რა მასალას იყენებთ?
- ხატვისას ძირითადად ვიყენებ აკრილს, გუაშს, აკვარელს და პასტელის ფანქრებს. ხატვის სტილს რაც შეეხება ეს ძირითადად აბსტრაქტული ექპრესიონიზმია. მიყვარს ასევე პეიზაჟების, ნატურმორტების, განსაკუთრებით კი ყვავილების ხატვა.
- როდის და როგორ მოდის თქვენი მუზა და რა არის თქვენთვის შთაგონების წყარო?
- ამ კითხვაზე გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, რადგან მუზა შეიძლება მომივიდეს მანქანაში, მგზავრობისას, ბუნების ზემოქმედების გამო. დასავლეთში თბილისიდან მოგზაურობა და შერეული ტყე, თავსი ელფერითა და ფერებით მაოცებს. ხშირად გამიჩერებია მანქანა და ბავშვივით მიცქერია ტყისთვის. მადლობა ღმერთს ვალენტინიც, ჩემი მეუღლეც, ჩვენი ბუნებით დატყვევებულია და ვდგევართ ერთად, ვიყურებით ირგვლივ, სანამ, რომელიმე ჩემი შვილი არ შემომგვძახებს “წავიდეთ, დე...“
- რა წარმატებები გაქვთ მოპოვებული ამ სფეროში?
- წარმატებების მისაღწევად არ ვხატავ. ხატვა ჩემთვის განტვირთვისა და სიამოვნების წყაროა. თუმცა, 2016 წელს ქართულ-ბულგარულ ფორუმის ფარგლებში, ქუთაისში ჩემი და ჩემი მეუღლის რამდენიმე ნახატი იყო გამოფენილი ი.ჯავახიშვილის საგამოფენო დარბაზში, სხვა მხატვრების ნამუშევრებთან ერთად.
- როგორც თქვით, 26 თებერვალს, ქუთაისში გამართულ გამოფენაზე გვესაუბრეთ... რა იყო ამ გამოფენის მიზანი ?
- 26 თებერვლის გამოფენა ბულგარეთის საელჩოს და იმერეთის გუბერნიის, ქ.ქუთაისის მერიის და დ.კაკაბაძის სახელობის გალერეის ხელამძღვანელობის ხელშეწყობით გაიმართა და ბულგარეთის ნაციონალურ დღესასწაულს მიეძღვნა, რომელიც 3 მარტს აღინიშნება. კოლექციის ინსპირაცია იყო, თუ როგორ ვუყუროთ სამყაროს სიყვარულის თვალებით. შემოქმედებითი მოტივაციისა და შთაგონების წყარო გახლდათ ქართულ-ბულგარული ურთიერთობები, ამიტომაც ეწოდა კოლექციას „ქრთული სოფია სოფიაში“.
- მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე...
- გავაგრძელებ ხატვას, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ხატვის გარეშე. იმედი მაქვს კიდევ მომეცემა საშუალება ვასიამოვნო მაყურებელი ჩემი ნამუშევრებით.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი