დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით პანდემიის პირობებში პირველი ავიარეისი შესრულდა
დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პანდემიის პირობებში პირველი ავიარეისი შეასრულდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში დღეს 181 მგზავრს მოემსახურა. მგზავრებს აეროპორტში ქალაქ ქუთაისის ახლადარჩეული მერი, იოსებ ხახალეიშვილი დახვდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერის მოადგილის, გაგა სანიკიძის თქმით ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, გამცილებლის გარეშე. გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ ბავშვისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. ასევე. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან
მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი