ქუთაისის ოპერის თეატრი 51 წლისაა
ქუთაისის ოპერის თეატრს დაარსებიდან 51 წელი შეუსრულდა.
წელს პანდემიიდან გამომდინარე საზეიმო ღონისძიებები ვერ გაიმართა. იგეგმებოდა პრემიერა კვერნაძის ოპერის "იყო მერვესა წელსა".როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, პრემიერა შემზღუდავი რეგულაციების გაუქმების შემდეგ შედგება.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1969 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე, მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი