ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა
ქუთაისში, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა.
25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მანიშნებელი აბრა განთავსდა ქუჩის დასაწყისში. ერთ-ერთ სახლზე აბრა შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ თავად განათავსა.
„შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელი დღე ამ ქუჩის სახელდებისთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან . სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ-არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ, სწორედ დღეს - 25 თებერვალს ვაცხადებთ სიმბოლურად, რომ ეს ქუჩა, რომლის სახელიც აქამდე ოკუპანტთან ასოცირდებოდა, ამიერიდან იმ გმირი ბიჭების სახელობის იქნება, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე შესწირეს ოკუპანტებთან ბრძოლას. მათი გმირობის და ხსოვნის პატივსაგებად იქნება ქუთაისში შინდისის გმირების სახელობის ქუჩა!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭების პროცედურა უკვე დაწყებულია საკრებულოს შესაბამის კომისიებში და უმოკლეს ვადაში, ოფიციალური გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა