ქუთაისის სპორტის სასახლეში აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა
ქუთაისის სპორტის სასახლეში აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. ტურნირი ტრადიციულია და ქუთაისი უკვე მეათედ მასპინძლობს ახალგაზრდა მოკრივეებს.
შეჯიბრში მონაწილეობენ საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის გუნდები.
ტურნირს გახსნას დაესწრო ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი.
„ჩვენი ქალაქი მეათედ მასპინძლობს აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს. ტრაგიკულად დაღუპული, წარმატებული ქუთაისელი მოკრივის აკაკი კაკაურიძის სახელის პატივ გებაც ხდება ამ ტურნირით და ასევე , კარგი ასპარეზია ახალგაზრდა მოკრივეების წარმოსაჩენად.
წარმატებას ვუსურვებ ტურნირის ყველა მონაწილეს!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
წელს ტურნირი 2004-2005 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის ტარდება.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა