პროგრამის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს ჭიათურაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინოვაციების დანერგვას.
პროექტის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის მოედნისა და სკვერის მოწყობა ხორციელდება.
წერეთლისა და 9 აპრილის ქუჩებზე ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თხელიძის ქუჩაზე ტროტუარებს უტარდება რეაბილიტაცია. ასევე, სკვერი კეთდება წერეთლის ქუჩაზე. კინოს სახლის წინ კი, მიმდებარე ტერიტორია მოეწყობა.
პროგრამის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია უტარდება ქორწინების სახლის ფასადსაც.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა