ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტში გაწერილი პრიორიტეტები განიხილეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი პრიორიტეტები განიხილეს.
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალი პროექტები და ისაუბრეს კულტურისა და სპორტის სფეროს განვითარების პრიორიტეტებზე.
სხდომაზე ასევე განხილული იქნა განათლებისა და ახალგაზრდობულ საქმეთა მიმართულებით არსებული პროგრამები და სხვა პოექტები, რომლებიც სტარტს 2022 წელს აიღებს.
საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ბექა ქებულაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომას ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ, - ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში ბექა ქებულაძემ განაცხადა.
"როგორც ვიცი ოთხი წევრია კომისიაში ოპოზიციიდან. გაფრთხილებული იყვნენ, აქედან ერთს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა დანარჩენი სამი კი როგორც ვიცი აქციაზე იმყოფება თბილისში,"-აღნიშნა ბექა ქებულაძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა