ზვიად შალამბერიძე კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესას დაესწრო
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესას დაესწრო. საზეიმო მესა, პადრე გაბრიელმა აღავლინა.
მესის დაწყებამდე სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს მიმართა და ქრისტეშობა მიულოცა.
"ქრისტეს შობას ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ამ დღესასწაულს, ეს არის ძალიან დიდი დღე მორწმუნებისთვის. რა თქმა უნდა საუკუნეების განმავლობაში საქართველო და განსაკუთრებით ქუთაისი გამოირჩეოდა ტოლერანტული დამოკიდებულებით ყველა რელიგიის კონფესიის მიმართ. საუკუნოვანი ტრადიცია გრძელდება და ჩვენ, ერთმანეთისადმი სიყვარული ერთიანად დაგვაძლევინებს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას,“ - ზვიად შალამბერიძე.
ქუთაისში მცხოვრები ქართველი კათოლიკები, გასულ საუკუნეებიდან, აქტიურად იყვნენ ჩართული ქალაქისა და საერთოდ, იმერეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, მეცნიერულ თუ პოლიტიკურ ასპარეზზე.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა