ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მეორე სხდომაზე ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მეორე სხდომაზე ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
სხდომას ესწრებოდა ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, მერიის სამსახურების უფროსები.
ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ წარადგინა.
მომავალი წლის ბიუჯეტი 89 876 000 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, კულტურა, სოციალური პროგრამები და ეკონომიკა.
„დღეს საკრებულოს სხდომაზე 2022 წლის მთავარი სამოქმედო დოკუმენტი იქნა მიღებული. საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა თვითმმართველობის მიერ მომზადებულ ბიუჯეტს, რომელიც თითქმის 30 მილიონი ლარით გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით.
2022 წელს გვექნება ამბიციური ბიუჯეტი, იმიტომ რომ ასეთი ზრდის მაჩვენებელი უპრეცენდენტოა ჩვენი ქალაქის სინამდვილეში. ეს თანხა დახარჯული იქნება ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურის, განათლების და სპორტის პროგრამებზე. სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაცაა გათვალისწინებული მომავალ წელს, რაც ჩვენი ქალაქის და თანაქალაქელების უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად გაკეთდება.
მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც მოამზადა ბიუჯეტის პროექტი, მადლობა საკრებულოს მხარდაჭერისათვის! დროა, დავიწყოთ ამ ბიუჯეტის განხორციელება!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო