ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნა
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“ 2021 წლის დეკემბერში დაიწყო ახალი პროექტის „აფხაზეთიდან დევნილი თემის განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება, შესაძლებლობების გაძლიერება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის შექმნის მხარდაჭერა“ განხორციელება, რომლის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ობიექტებში საერთო ქონების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და დევნილთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის გაზრდა, რაც უზრუნველყოფს დევნილთა საბინაო ფონდის ღირსეულ პირობებში შენარჩუნებას და განვითარებას.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება დევნილებით დასახლებულ ობიექტთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (ბმა-ების) ბაზა და გაძლიერდება სათემო ჩართულობა დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ქსელის მეშვეობით, რაც გაზრდის დევნილი თემის ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართულობის დონეს, ინტერესთა წარმომადგენლობას და ადგილობრივ თემში ინტეგრაციას.
პროექტის განხორციელდება 6 მუნიციპალიტეტში: თბილისი, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი. პროექტის ფარგლებში იგეგმება 30 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბება/რეგისტრაცია და მისი ფინანსური მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა სამინისტრო.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"