ქუთაისში, ხვალ, ცენტრალურ მოედანზე მორიგი აქცია ჩაინიშნა
ქუთაისში, ხვალ, ცენტრალურ მოედანზე მორიგი აქცია ჩაინიშნა - "მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინას".
"ვიკრიბებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, 18:00 სთ-ზე, სოლიდარობა უკრაინას," - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას განახორციელა. შეტევა რუსეთმა ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, ქალაქებთან ერთად დაბომბილია რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება