დავით ხახალეიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად წიგნის “დიდი კაცი“ პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისში ოლიმპიური სპორტის მესვეურებმა, სპორტულმა საზოგადოებამ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობით დიდი პატივით მოიგონეს მძიმეწონოსანი ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული დავით ხახალეიშვილი და მისი დაბადების დღის აღსანიშნავად მიხეილ ჟორჟოლიანის ავტორობით გამოცემული წიგნის “დიდი კაცი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტუილებით ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას დავით ხახალეიშვილის სახელი მიენიჭება და ყოველწლიურად მისი სახელობის საერთაშორისო ტურნირი მოეწყობა.
სპორტულმა საზოგადოებამ დიდი პატივი მიაგეს დავით ხახალეიშვილის მეგობრებს, ოლიმპიური სპორტის ლეგენდებს - ქეთევან ლოსაბერიძეს, ვიქტორ სანეევს, ჯანო ბაგრატიონს.
ღონისძიებაზე უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის შესრულებითა და უკრაინის სახლმწიფო დროშით, დამსწრე საზოგადოებამ, იმერეთის ძიუდოს ფედერაციის წევრებმა,ახალგაზრდებშიმსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა, ძიუდოისტებმა ილია სულამანიძემ, საბა ინანეიშვილმა, გიორგი თუთაშვილმა, ამირან წიქორიძემ პროტესტი გამოხატეს და დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან თავიანთი სახელმწიფოს დასაცავად.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა