პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო
საქართველოს რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, ერთობლივად ხორციელდება.
ტვირთის შეგროვების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი.
მეორე ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 120 ტონა ტვირთის მობილიზება მოხდა, მათ შორის 90 ტონა რეგიონებიდან. ტვირთი ძირითადად სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მოიცავს.
ამ ეტაპზე თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მობილიზებული ტვირთის თავმოყრა მოხდა, რომელიც სატვირთო ავტომობილებში დაიტვირთება და უკრაინაში სახმელეთო შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გაიგზავნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზების პროცესი გრძელდება და უკრაინაში გასაგზავნად მზად კვირის ბოლოს იქნება.
შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინაში რეგიონებიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპია. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რამდენიმე დღის წინ საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირების ლოჯისტიკის პროცესს საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"