ქუთაისში საკურას ხეივანი გაშენდა
ქუთაისში საკურას ხეივანი გაშენდა.
საკურას ხეების დარგვაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა.
ხეივანი ნიკეას ქუჩაზე, ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლის მიმდებარედ გაშენდა და საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელს მიეძღვნა.
"დღეს , იაპონიის ელჩთან იმამურა აკირასთან ერთად , ქუთაისში საკურას ნერგები დავრგეთ. ეს იდეა ეკუთვნოდა ჩვენს თანაქალაქელს, ოლიმპიურ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს. იაპონიის საელჩომ მხარი დაგვიჭირა ამ იდეის განხორციელებაში. საკურას ხეივანი, რომელიც დღეიდან გვექნება ქუთაისში, დათოს ხსოვნას და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ეძღვნება. "- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საკურას მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ის იაპონიაში მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა