ამ გვერდის ამობედვა

"მმართველობის ღიაობა და გამჭირვალობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია"- ირაკლი შენგელია

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია დღეს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, (EECMD) ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან და პროექტ "DRIVE Democracy"-ის მონაწილეებთან, 2022 წლის შუალედური ანგარიშით წარსდგა.


ირაკლი შენგელიამ საკრებულოს მუშაობის პრინციპებზე ისაუბრა და გაანალიზა ის გადაწყვეტილებები, რომელიც მეშვიდე მოწვევის საკრებულოს მიერ იქნა მიღებული.


ასევე საუბრის თემას წარმოადგენდა:


▪ ინსტიტუციური ცვლილებები და საკრებულოს დაკომპლექტების წესი;
▪ საკრებულოს სტრუქტურა და საქმიანობა;
▪ 2022 წლის ბიუჯეტი;
▪ გენდერული თანასწორობის საბჭო;
▪ საკრებულოს საქმიანობის პრიორიტეტები;
▪ თანამშრომლობა და ჩართულობა;


"ადგილობრივი თვითმმართველობა, საკრებულო როგორც წარმომადგენლობითი რგოლი, ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუციაა, რომელიც ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე. მმართველობის ღიაობა და გამჭირვალობა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ მუნიციპალურ პროგრამებზე და პრიორიტეტებზე, რასაც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს. მნიშვნელოვანია მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში,"- აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.

 

287400157 589271362522682 4760224827379434676 n11

წაკითხვა 297 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 14 2022