ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა
ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა.
პროექტს ქუთაისის მერია, კულტურის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ახორციელებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პროფესიული, ასევე სახალხო თეატრები და დამოუკიდებელი დასები.
,,მოხარული ვარ, რომ შემიძლია მოგილოცოთ თეატრალური ფესტივალის გახსნა. „თეატრალური იმერეთი 2022“ დღეს გაიხსნა და 2 კვირის მანძილზე ნამდვილ დღესასწაულს აჩუქებს თეატრის მოყვარულებს. საუკეთესო ტრადიციად ქცეული ფესტივალი წელსაც მთელ იმერეთს მოიცავს, მონაწილეობას მიიღებს თეატრი ყაზახეთიდანაც.
ქუთაისის მერია ამ ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მუდმივი მხარდამჭერია,"-განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.
ფესტივალში 17 თეატრი მიიღებს მონაწილეობას. საფესტივალო ჩვენებები გაიმართება ქუთაისსა და იმერეთის სხვა ქალაქებში.
„თეატრალური იმერეთი 2022“ 1 ივლისს დაიხურება.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი