ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ქუთაისში, 22 ივნისს მოსული უხვი ნალექის გამო დაიტბორა რამდენიმე ქუჩა.

სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ოპერატიულად ჩაერთო ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.


მოსახლეობისგან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, დაუყონებლივ ხდებოდა ადგილებზე შესაბამისი ჯგუფების მობილიზაცია. „სპეცსერვისების“ და საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს აგრძელებენ.

წაკითხვა 271 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2022