ქუთაისში, კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
ქუთაისში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული, კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე დაესწრნენ.
კინგსი განათლების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს და არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადას მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. ამჯერად ქუთაისში, იმერეთის სკოლის მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
პირველი ადგილი ჭიათურელ მოსწავლეს ბექა ბარათაშვილს ერგო, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე ქუთაისელები ლუკა ლიკლიკაძე და ნინო ჯვარშეიშვილი გავიდნენ. ქუთაისელ მოსწავლეებს ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის გადაწყვეტილებით დამატებით ფულადი პრიზებიც გადაეცემათ.
ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეთა შორის სამ საგანში- მათემატიკაში, ინგლისურსა და ქართულ ენაში გაიმართა.
სიახლეები
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
- საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი