ამ გვერდის ამობედვა

დავით ერემეიშვილი და კობა ფხაკაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებს შეხვდნენ

ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებს შეხვდნენ.


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატს 19-23 ივნისს ბათუმმა უმასპინძლა.


ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა.


პირველი ადგილი მოიპოვა ლერი ტალიკაძემ (მწვრთნელი ალექსანდრე არსენიძე), მე-2 ადგილის მფლობელი კი ანანო გოგონაძე(მწვრთნელი ირინა კლიმჩუკი) გახდა.

წაკითხვა 330 ჯერ

სიახლეები