ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას დახმარება ესაჭიროება
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძეს იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით.
საქართველოში ჩატარებულმა ოთხთვიანმა მკურნალობამ სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო, პრეპარატებმა ძლიერი რეაქცია გამოიწვია, რამაც ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა.
პატარა ნინას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა, რადგან ნინას აქვს მაღალი ტემპერატურა, გადიდებულია ღვიძლი, გულის პერიკარდში ჩამდგარია სითხე. ბავშვს აქვს გამონაყარი და განიცდის სახსრების ძლიერ ტკივილს.
გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება, დაგვიდგეთ გვერდში, რათა ყველამ ერთად შევძლოთ 2 წლის ნინა სანდოხაძეს გამოჯანმრთელება.
GE58TB7854045061100013
მიმღები: მარიამ კუტალაძე
GE25BG0000000163049600
მიმღები: ნიკა სანდოხაძე

სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა