"ქუთაისში გაზის შემოწმებას ასობით მოქალაქე ითხოვს"– "სოკარ ჯორჯია გაზი"
რამდენად უსაფრთხოდაა დამონტაჟებული გაზის გამათბობელი მოწყობილებობი ქუთაისში - ამის გარკვევის მოთხოვნით "სოკარ ჯორჯია გაზში" ასობით მოქალაქე რეკავს.
"ქუთაისში გაზის შემოწმებას ასობით მოქალაქე ითხოვს. გაზის დანადგარების შემოწმებას მოქალაქეები ადგილზე მისვლით ითხოვენ," - აცხადბენ "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმოადგენლები.
"სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონის ექსპლუატაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ალექსანდრე გაბრიჭის თქმით, ადგილობრივების მოთხოვნების შესაბამისად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
"როცა მივდივართ გამოძახების შემდეგ აბონენტთან, მათ ვუგვარებთ პრობლემებს, რომლებსაც ვნახულობთ. თუმცა არის გარკვეული რტლად აღმოსაფხვრელი ხარვეზები ბუნებრივი აირის მოხმარებისა და დამონტაჟების კუთხით. მაგალითად, ჩვენს მიერ მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ მომხმარებელი თავად აგებს პასუხს ყველა იმ ხელსაწყოზე, რომელიც სახლში თავისივე სურვილით იყიდა და თვითნებურად აქვს დააყენებული. შესაბამისად, დამონტაჟების წესს ამ დროს ვერ აკონტროლებს გაზის მეურნეობა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ წელიწადში ერთხელ ვამოწმებთ ", - აცხადებს ალექსანდრე გაბრიჭიძე.
მისივე განმარტებით, ქალაქში არაკვალიფიციური სპეციალისტებია მომრავლებული, რომლებიც თვითნებურად აყენებენ გაზის ხელსაწყოებს და არ იცავენ დამონტაჟების წესებს.
"სოკარ ჯორჯია გაზის" მონაცემებით, ქუთაისში გაზის მოწყობილობების უსაფრხოების შემოწმების მიზნით წელიწადში, საშუალოდ, 3 000-3 500 გამოძახება ფიქსირდება.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო