ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოსრიალდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელიც სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებულთა ნაწილს ადგილზე გაეწია დახმარება, ნაწილი კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
სიახლეები
- ესპანეთში დედა სოციალური შეღავათის მისაღებად შვილების დაბრმავებას ცდილობდა – ქალი დაკავებულია
- ვის რამდენით ეზრდება პენსია
- ,,გახარია „ქართულ ოცნებას” ძალიან საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა"- გია ვოლსკი
- მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის