ქუთაისში ფესტივალი - "ღვინის დღეები საქართველოში" გაიმართა
დღეს, ღვინის ისტორიის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია, ფესტივალი - "ღვინის დღეები საქართველოში" დაიწყო.
ქუთაისში, ფესტივალზე მისულ დამთვალიერებელს შესალებლობა ჰქონდა გაცნობოდა მეღვინეებსა და დაეგემოვნებინა ქართული ღვინო. ასევე, მონაწილეობა მიეღო გასართობ ღონისძიებებში, დაეგემოვნებინა ქართული სამზარეულო მუსიკისა და ცეკვის ფონზე.
ფესტივალის მნიშვნელობაზე FirstNews.ge -ს იქ მყოფი მეღვინეები ესაუბრნენ.
"მშვენიერაძეების მარანი" - გიორგი მშვენიერაძე - დამფუძნებელი
"ჩვენ 2019 წლიდან ღვინის გაკეთებას კომერციული სახე მივეცით. ამით ჩვენ, სოფელ ცხენთაროში ბაბუისა და მამის დაწყებული საქმე გავაგრძელეთ. ეს ის ადგილია, საიდანაც ჩვენი გვარი მოდის, სადაც ჩვენი ფუძე იყო. ახლა ჩვენ გვაქვს მეღვინეობა, სადაც ვაწარმოებთ იმერული ტიპის ღვინოებს. ვართ ნაპრალური მეღვინეობის მიმდევრები, რაც ნიშნავს, რომ ვენახს ვუვლით ბიო წესებით, ღვინოში არაფერს ვამატებთ და მომხმარებელს ნატურალური სახით ვთავაზობთ. ფესტივალზე წარმოდგენილი გვაქვს ორი სახეობის ღვინო - "ციცქა" და "ცოლიკაური". ორივე 2021წლის მოსავალია. ეს ღვინოები ჯერ არ ჩამოსხმულა. თუმცა, სარეალიზაციოდ ამ თვის ბოლოდან უკვე მზად იქნებიან."
"მარანი ჭურისთავი" - მარიამ ხარშილაძე - მემარნე
"საჩხერის სოფელ არგვეთიდან ვარ. ის არის მუხრან მაჭავარიანის, პაოლო იაშვილისა და ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანის სოფელი. 4 წლის წინ ჩემი მეღვინეობის დაწყება განაპირობა იმან, რომ ჩემი წინაპრები მეღვინეები იყვნენ. მაქვს ორ საუკუნოვანი ბეღელი, მარანი და ქვევრები. პროფესიით ვარ ქიმიკოსი, რამაც ხელი შემიწყო საქმის უკეთ შესწავლაში. ასევე, გავიარე სხვადასხვა კურსები, ტრენინგები და გავიღრმავე ბავშვობაში მიღებული ცოდნა მეღვინეობაში. 4 სახეობის ღვინოს ვაწარმოებ - "ძელშავი" , "ცოლიკაური" , "მწვანე" და "საფერავი". მსგავსი ფესტივალები აუცილებელია, რადგან პირველ რიგში, ადგილობრივი მეღვინეები ერთმანეთს ვეცნობით, შემდეგ, რა თქმა უნდა, უცხოელი სტუმრები და ადგილობრივი მომხმარებლები, რაც ხელს უწყობს გაყიდვებს. მეღვინეობაში ოჯახის ყველა წევრი - შვილები, შვილიშვილები და მეუღლეა ჩართული, მაგრამ ძირითადი "მემარნე" მაინც მე ვარ."
„აკაკი ხორავას მარანი“ - გოჩა ხორავა- დამფუძნებელი
"ჩვენი მარანი ბაღდათში მდებარეობს და მას „აკაკი ხორავას მარანი“ ჰქვია. ღვინის პროფესიონალურ დონეზე დაყენება 2018 წელს დავიწყეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავიცნოთ პოტენციური მომხმარებლები, უცხოელები და ადგილობრივები, რაც, რა თქმა უნდა, გვეხმარება გაყიდვების გაზრდაში, ტურისტების მოზიდვაში. ეს ხელს უწყობს ჩვენი მარნის გაფართოებას, იმას, რომ კიდევ ვიფიქროთ, დავამატოთ ახალი და განსხვავებული ჯიშები. ყველა მარნისა და ოჯახისთვის ფინანსური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გულით აკეთებ საქმეს და ავითარებ შენს ბიზნესს."
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი - „ღვინის დღეები საქართველოში".
სიახლეები
- ხაჭოს პასკა
- საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
- თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს
- "პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო ჯგუფის გადაწყვეტილებებით"- სააკაშვილი
- "კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად; პარტია არ შეიძლება, იმართებოდეს ჩემი წერილებით" - სტატუსი სააკაშვილი “ნაცმოძრაობაზე”