ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა.

აღნიშნული პირი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.

 

მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა, მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა.

 

კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

წაკითხვა 243 ჯერ