"საგარეჯოში სამი დაჭრილი განაგრძობს მკურნალობას,მათგან ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია"- მამუკა ოთიაშვილი
„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, დაჭრილი ორი პირი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია, მესამე, 24 წლის მამაკაცი კი, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
როგორც ოთიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ მამაკაცს ქირურგიული ჩარევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია.
რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ექიმის ინფორმაციით, მათ ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები ბარძაყის მიდამოში აქვთ.
„ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი დაჭრილი განაგრძობს მკურნალობას. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ისინი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას. ღამის განმავლობაში გართულებას ადგილი არ ჰქონია. მესამე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, პარამეტრები შედარებით დასტაბილურებულია და მეთვალყურეობისა ქვეშ იმყოფება. ეს პაციენტი არის 24 წლის ბიჭი. მას მუცლის ღრუზე ჩაუტარდა ოპერაცია, ასევე ჩატარდა არტერიისა და ვენის გადანერგვა“, - განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.
როგორც „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, მიუხედავად დაჭრილი პაციენტების დაზიანებების სიმძიმისა, „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმების გუნდი მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
სიახლეები
- “ბრალდებულმა 7 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა” – უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა
- ქედის ცენტრთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – არიან დაშავებულები და გარდაცვლილი
- რას უნდა მიაქციოს ყურადღება აბიტურიენტმა პროგრამის არჩევისას? – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს
- “2014 წლიდან არ შემიწყვეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ქალაქს ტრამვაი სჭირდება, მაშინ კალაძე ამბობდა, რომ პოპულისტი ვიყავი - ამ პროგრამას განვახორციელებთ ჩვენ, როგორც კი კალაძეს საკუთარი კაბინეტიდან გამოვაგდებთ” - ალეკო ელისაშვილი
- სად სურს ზელენსკის პუტინთან შეხვედრა - უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე ქვეყანას ასახელებს