ქუთაისში, წინასწარ შერჩეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ე.წ. „QR კოდები” განთავსდა
ქუთაისში, წინასწარ შერჩეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ე.წ. „QR კოდები” განთავსდა.
პროექტის „ ამეტყველებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“ განხორცილება შესაძლებელი გახდა ქუთაისის მერიის, ურბანული დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის, საქართველოს ეროვნული არქივის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მემორანდუმის საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში, მოძიებული იქნა ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, ძირითადად არქიტექტურული მიმართულებით. ტექსტები შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე, არის ადაპტირებული ხმოვანი ვერსია ასევე ორ ენაზე და მოიცავს ფოტო და აუდიო საარქივო მასალებსაც.
შეიქმნა აპლიკაცია „ქუთაისი“, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია QR კოდების გახსნა და წაკითხვა, ანდროიდების და სმარტფონების გამოყენებით.
ამ ეტაპზე QR კოდები განთავსებულია 46 ძეგლზე- როგორც საჯარო შენობებზე, ასევე კერძო სახლებსა და ხიდებზე.
პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და მათი დაცვა.
სიახლეები
- "ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ, ეს საკითხს ძალიან ართულებს, მაგრამ, ვფიქრობ, ვუახლოვდებით უკრაინის საკითხის დარეგულირებას" - ტრამპი
- 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 იანვრისთვის
- "ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს"- დიმიტრი პესკოვი
- "ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა"