ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზესტაფონსა და წყალტუბოში ახალი სკოლების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ორი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი გამოცხადდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლების მშენებლობაზე.
მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეაბილიტირდება ათეულობით სკოლა, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლები. მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ ეტაპზე ცხრა სკოლის მშენებლობაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული
სიახლეები
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"
- "დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას" - ირაკლი კობახიძე