ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში მაღაზიის დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელში უცხო პირები დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უცხო პირებმა დაცვის თანამშრომელი სასტიკად სცემეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ 3 უცნობი პირი დაწესებულებაში გვიან ღამით შევიდა.

 

მაღაზიის მენეჯერის განცხადებით, დაშავებული დაცვის თანამშრომელი პირველად დახმარების აღმოჩენის შემდეგ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

 

„შემოვიდა 3 პირისგან შემდგარი ჯგუფი თუ ბანდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კერძო დაცვას. სამმა კაცმა ეს ადამიანი დააგორა და უმოწყალოდ სცემეს. დაზიანებები აქვს თავის არეში, სასტიკად არის ნაცემი. ამას შეესწრო არაერთი ადამიანი“, - აცხადებს მაღაზია „ფემილის“ მენეჯერი.


არსებული ცნობით, მათ ჯერ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

„ღამის საათებში მოვიდა 3 არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი და სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა მოხდა ჩვენს დაცვის თანამშრომელზე. თავის და გვერდის მიდამოებში შეიმჩნევა კვალი, ძირს იყო დაცემული და ზეწოლა ხდებოდა 3 ადამიანისგან“, - აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.

წაკითხვა 267 ჯერ