ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 26 მაისის პროგრამას აქვეყნებს

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 26 მაისის პროგრამას აქვეყნებს:

ქუთაისის ცენტრალური ბულვარი


პროგრამის დასაწყისი: 14:00


14:00-16:00 - კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა.


14:00-18:00 - სამხედრო ტექნიკის გამოფენა .


14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, მასტერკლასები და სუვენირების დამზადება.


14:00-15:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი:
ინდირა ჯგერნაიას სტუდია ,,ინდოსტუდიო", ნანა იამანიძის და ნუკრი კარკაძის ,,არტსტუდია", ბექა ბანძელაძის სტუდია „იმერეთის ხმა“, ანსამბლი „ნაი-ნაი”, ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების შერეული გუნდი.


16:00-17:00 - რუსა მორჩილაძე, თემურ თათარაშვილი, ინდირა ჯგერნაია, გიორგი ელიზბარაშვილი, ჯგუფი „ალეგრო“.


17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა.


17:20 - ჯგუფი „ოჩოს ქოხი“.

წაკითხვა 279 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2023