ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში მაღაზიაში ყაჩაღობა მოხდა

ქუთაისში მაღაზიაში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა.

 როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოლარეს, თანხა წაიღო და მიიმალა.

 

ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

წაკითხვა 235 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 18 2023

სიახლეები