საზღვრისპირა სოფლებში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა
სოფელ პერევში და ჯრიაში მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა.
ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ, ქალაქ ფრანკფურტის აღმოსავლეთ ევროპულ–გერმანული ასოციაციის პრეზიდენტმა ეკონომიკისა და კულტურის დარგში, ნინო ყამბეგაშვილმა და საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მოსწავლეებს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი გადასცეს საჩუქრად. ასევე, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები მოინახულეს და მათ პროდუქტები ჩაუტანეს.
"ჩვენი ეგიდით და საზოგადოების ჩართულობით იმერეთში არაერთი ჰუმანიტარული აქცია გვაქვს განხორციელებული. მათ შორის ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფლებში, პერიოდულად ვმართავთ სამედიცინო და სოციალურ აქციებს. თითოეული ჩვენგანის თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა. მართალია ეს მცირედია, თუმცა ყურადღება ნებისმიერი ადამიანისთვის არის სასიამოვნო. დღევანდელი აქცია კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოსთან ერთად მზად არიან გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტები, გაინაწილონ სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმარონ საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს,“–შავლეგო ტაბატაძე. აქციის ფარგლებში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცა.
სიახლეები
- "მსურს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ" - დიმიტრი მედვედევი
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი
- პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი