ქუთაისში, პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” - პრეზენტაცია გაიმართება
5 მარტს 14:00 საათზე, ქუთაისში სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში გაიმართება პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” პრეზენტაცია.
პროექტის დონორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტია, საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავლით. პროექტის პრეზენტაციას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო სექტრორის და რეგიონული მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაუძღვებიან.
18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე