ამ გვერდის ამობედვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა.

ახალი საწარმო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ დაათვალიერეს.

 

აღნიშნული საწარმო, რომელიც შ.პ.ს. "ახალი ზეკარი"-ს სახელწოდებით ფუნქციონირებს, ჩირის, წვენისა და ღვინის წარმოებაზე არის ორიენტირებული.

 

საწარმოს ფუნქციონირება, როგორც სოფელ ობჩისთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა და შესაბამისად დაიწყო სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების რეალიზაცია.

 

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, სოფელ პირველ ობჩაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შეღავათიანი აგროკრედიტით აშენდა.

წაკითხვა 314 ჯერ