" სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია - 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმება"- თემურ მღებრიშვილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია.
მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რიცხვი არ შეცვლილა - დაღუპულია 24 ადამიანი, ეძებენ 9-ს და 4 ფრაგმენტია ნაპოვნია.
„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა- არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ გაწეული სამუშაოსთვის.
„მოქალაქეების ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობებს.
„წითელი ჯვრის“ საშუალებით ეს საკითხი დარეგულირდა და ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები ლოჯისტიკური კუთხით გვეხმარებიან, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
სიახლეები
- “ვწუხვარ ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო – კარგი მოქალაქე დაკარგა თბილისმა და საქართველომ“ - კახა კალაძე
- “ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა მშვიდობის, განვითარების და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით” - ირაკლი კობახიძე
- “კლდიაშვილი ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც გამოიწვევდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას და ამ დროს თვითონ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აკეთებენ ბიზნესს” - ირაკლი კობახიძე
- “სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ათამდე ქვეყანა უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის მზადაა” - მედია
- საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა