ამ გვერდის ამობედვა

"31 გარდაცვლილიდან 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს, კიდევ 2 ადამიანს კი ვეძებთ" - ონის მერის მოადგილე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ.

 

„სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ“, - განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.

წაკითხვა 165 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 29 2023