კახეთში სეტყვით დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო შეისყიდის
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ მევენახეებს სთავაზობს მათგან სეტყვით დაზიანებული ყურძნის შეძენას.
"სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაიხადოს. რთვლის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება",- ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.
განცხადების ფონია 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვა, რომელმაც ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ფარდა ვენახებისა და ბაღ-ბოსტნებისა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთში დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები, შენობების სახურავები, წააქცია ხეები.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა