ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დილიდან ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა უწყებებთან ერთად ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე
დატბორვა გამოიწვია. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები.
შემთხვევის ადგილებზე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა