ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოებაზე „GFF Awards 2023“, მადლობის ჯილდო მიიღო

ქუთაისის მუნიციპალიტეტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოებაზე სპეციალური პრიზი - GFF Awards 2023 გადაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

„ღონისძიება თბილისში, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გაიმართა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს და პარტნიორებს მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირის, „უეფას“ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაში შეტანილი წვლილისთვის და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული ორგანიზაციებს სპეციალური პრიზები გადასცა.

მადლობის ჯილდო გადაეცა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე ტურნირის მასპინძელი ქალაქების - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 192 ჯერ