ირაკლი შენგელიამ გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულში ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულში ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი.
ირაკლი შენგელიამ აღნიშნული სამუშაოების შესახებ დღეს ინფორმაცია მოასახლეობას მიაწოდა. გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის, ამ ეტაპზე 1 897 661 ლარია გათვალისწინებული.
რეაბილიტაცია ჩაურატდება ბუხაიძის ქუჩა ს/კ 03.04.21 292 სკვერს, ახალი სკვერი მოეწყობა ბუხაიძის მეორე შესახვევში ს/კ 03.01.22 331, სამუშაოების ღირებულება კი 626,123.00 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება ირაკლი აბაშიძის გამზირი N 33 (კარიტასი მისასვლელი გზა) 332,500.00 ლარი, გურიელის ქუჩაზე - 422,750.00 ლარი და სამუშაოები ჩატარდება ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრიდან ბუხაიძის ქუჩამდე მისასვლელი გზაზე - 844,154.80ლარი. აღნიშნულ ქუჩაბზე მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა და საფეხმავლო ბილიკები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება, მაღლივი ბინების სადარბაზოების ფანჯრები და კარებები.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი