ამ გვერდის ამობედვა

მასობრივი სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის ,,Master league 2023” - ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ქუთაისის ვიცე-მერი დაესწრო

მასობრივი სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის ,,Master league 2023” - ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.


ღონისძიებაზე დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები. დასავლეთ მასტერ ლიგის წარმატებული მონაწილეები დავით ერემეიშვილმა დააჯილდოვა.

 

432371734 823717629800798 4026527413381414196 n


დასავლეთ საქართველოს ბეთლაივ მასტერ ლიგა, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, შვიდკაცა ფეხბურთის სტანდარტების რეაბილიტირებულ სტადიონზე შედგა.


,,Master league” მე-6 წელია ტარდება, მასში სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობენ.
ღონისძიებაზე, ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს. ცნობილია, რომ ,,Master league 2024” - ში მონაწილეობას პირველად მიიღებს ქუთაისის მერიის გუნდი.

 

432309062 823717476467480 1708138343793963470 n

წაკითხვა 132 ჯერ