"დავასრულეთ გადასახური მასალების გადაცემა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ძლიერი ქარის შედეგად დაზარალდნენ" -გიორგი ჭიღვარია
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ქუთაისის მერის მოადგილესთან იუზა უგულავასთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში, სახლის გადასახური მასალა მიიტანა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ძლიერი ქარისგან, ქალაქის მასშტაბით თხუთმეტი ოჯახი დაზარალდა. ზარალის ოდენობას ამ დრომდე სწავლობენ მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენლები. დაზარალებული ოჯახებისთვის, გადასახური მასალის თანხა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო.
"უკვე დავასრულეთ გადასახური მასალების გადაცემა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ძლიერი ქარის შედეგად დაზარალდნენ და სახლის სახურავის გარეშე დარჩნენ, ან სახურავი დაუზიანდათ. ამაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვეხმარება. ჩვენს სამსახურებთან ერთად ამ დრომდე ვმუშაობთ, რათა დროულად მოხდეს ყველა ოჯახის პრობლემის გადაჭრა,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

სიახლეები
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"
- "დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას" - ირაკლი კობახიძე