ბათუმში სტალინური სიების თანახმად დახვრეტილთა სამარხი აღმოაჩინეს - "150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული"
ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს.
სამარხი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გათხრების შედეგად აღმოაჩინა. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშთს 21 აპრილს პატივისცემით დაკრძალავენ.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამარხოვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა", -ნათქვამია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებაში.
1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სია ნახეთ ლინკზე






სიახლეები
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
- "დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი, როდესაც პროტესტი პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა არსებული ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს და რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას მივაღწიოთ"
- "დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას" - ირაკლი კობახიძე