"თუ არ უნდათ ჭიათურელების სისხლი დაიღვაროს, მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება და მიხედოს მაღაროელებს”
ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, მათ პირები ამოიკერეს.
პროტესტის ამ ფორმამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. ამის გამო მათ სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენელის თქმით, მაღაროელებს ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ.
„ჩვენი მოთხოვნა ყველამ კარგად იცის და ბოლომდე გავიტანთ ჩვენსას, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მოთხოვნებს. ველოდებით პასუხებს მთავრობიდან, ჩვენ არ შევჩერდებით,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
ისინი მთავრობას მიმართავენ და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
„მე მივმართე მთავრობას, თუ უყვარს თავისი ერი, თუ უყვარს ტავის ხალხი, მიხედონ ხალხს. ადრეც მივმართე მე ბატონ ბიძინას და ახლაც მივმართავ, გაიხსენოს თავის ბავშვობა, თავისი წარსული და მერე მიხვდება რა დღეშია, ეს ხალხი. თუ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს, აქ მოხდება რაღაც სასწაული და თუ არ უნდათ ჭიათურელების სისხლი აქ დაიღვაროს, მოხდეს მოუხდენელი, დროულად მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება და მიხედოს ამ მაღაროელებს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
პროტესტის უკიდერუსე ფორმის გარდა, მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
ჭიათურაში გაჩერებულია ყველა მაღარო და სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. ისინი ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ მოშიმშილეებიც.
სახელმწიფოს ჯერჯერობით ზომები არ მიუღია, ამ საკითხზე საუბარს ასევე, თავს არიდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ პრეზიდენტი, ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს არ უნდა ეხებოდეს.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის