მძიმე ავარია ზუგდიდში – დაღუპულია ორი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
,,დღეს ჩვენი სოფელი ჯიხაშკარი უსაზღვრო ტკივილშია ჩაძირული…
ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ძვირფასი ადამიანი — ბატონი ბესო ტიბუა და ბატონი ბორია სიჭინავა — წაგვართვა.
ორივე ჩვენი სოფლის სულიერი და ღირსეული შვილები იყვნენ — ადამიანები, რომლებიც ყველას სიყვარულით, სიკეთით და სითბოთი გვამახსოვრდებიან.
სიტყვები ვერ აღწერს იმ ტკივილს, რაც ამ დანაკარგმა მოიტანა.
მთელი ჯიხაშკარი დღეს გლოვობს, გლოვობს ორი კეთილი კაცის სიცოცხლეს…
ნათელი იყოს მათი სული, უფალმა მიუჩინოს მშვიდობის ადგილი იქ, სადაც აღარ არის ტკივილი და ცრემლი.
გულწრფელად ვუსამძიმრებთ ბესო ტიბუას და ბორია სიჭინავას ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს — ყველანი ვგრძნობთ ამ მძიმე დანაკარგს ერთად.
მათი სახელი და სიკეთე ჩვენს გულებში მარად იცოცხლებს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გაჩერებულ ავტომობილს, სადაც 2 პირი იჯდა, ავტომობილი შეეჯახა.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე