ქუთაისში შეხვედრა თემაზე - "დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები " გაიმართა
დღეს, ქუთაისში შეხვედრა თემაზე - "დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები" გაიმართა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ, დაინტერესებულ ჯგუფებს ემსჯელათ რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, განეხილათ სხვადასხვა დაინტერსებულ მხარეს შორის (ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბიზნესი, აკადემიური წრეები) თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის მექანიზმები.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ნიკოლოზ როსებაშვილმა და „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხში - გია ტოკლიკიშვილმა, მონაწილეებს გააცნეს პრეზენტაცია თემაზე: ,,დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები“. მოხსენების შემდეგ შედგა დისკუსია პრეზენტაციაში ასახულ მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრა ჩატარდა პროექტის: ,,საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოებისინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC)თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
შეხვედრა ორგანიზებულია ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, რომელიც არის პროექტის პარტნიორი იმერეთის მხარეში.
სიახლეები
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე