ქუთაისის ბიუჯეტი 250 500 ლარით გაიზარდა
დღეს, ქუთაისის ბიუჯეტში რიგით მეშვიდე ცვლილება განხორცილდა.
საკრებულოს სხდომაზე გამოტანილი პროექტით ქალაქის ბიუჯეტი 250 500 ლარით გაიზარდა.
ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განცხადებით, ცვლილებები განხორციელდა როგორც ეკონომიების, ასევე შემოსავლების ზრდის ხარჯზე.
"ცვლილებები განხორციელდა როგორც ეკონომიების, ასევე შემოსავლების ზრდის ხარჯზე. ამ თანხების ნაწილით საგზაო სამუშაოები დაფინანსდება. ეს პროგრამა 250 ათასი ლარით გაიზარდა და ორბელიანის და მესხის ქუჩების დამაკავშირებელი გზის დაფინანსება მოხდება. თანხა, ასევე მოხმარდება სულხა-საბას ქუჩის რეაბილიტაციას, რაც შეეხება კულტურული ღონისძიებების ნაწილს - 50 ათასი ლარი მესხიშვილის თეატრის მხარდაჭერის პროგრამას დაემატება,"- აღნიშნა დავით ნიშნიანიძემ.
აღნიშნული საკითხი ქალაქის საკრებულომ განიხილა და მხარი ერთხმად დაუჭირა.
დღევანდელ სხდომას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. ისინი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ბიუჯეტი თავდაპირველად 53 მილიონ ლარს შეადგენდა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქალაქის ბიუჯეტი 73 104 000 ლარი გახდა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი