"თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ღიად დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე"
ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ქუთაისის ვიცე მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ იმედა საღინაძესთან და საბინაო სამსახურის ხელმძღვანელ ჯონი არაბიძესთან ერთად გამართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს, ასევე მოქალაქეებისგან ის პრობლემები მოისმინეს, რომლის მოწესრიგებასაც ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ.
,,ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და თითოეული მათგანის მოსმენას იმის შესახებ თუ რა საკითხის მოგვარებას ითხოვენ ისინი ჩვენგან. ეს არის დიალოგის რეჟიმი მათთან, სადაც კიდევ უფრო თვალნათლივ იკვეთება ის საკითხები რომელიც აინტერესებთ. შეხვედრები გაგრძელდება და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ღიად დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე."-განაცხადა ვიცე მერმა დავით ერემეიშვილმა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი