დღეს, ქუთაისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება
დღეს, ქუთაისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტი, ქალაქის ცენტრალურ ბაღში 14:30 საათიდან საზეიმო ღონისძიებებს გამართავს: მოეწყობა შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან, იმერეთის რეგიონის სპორსტმენების საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინება და ასევე, ოლიმპიური მოძრაობის მოხალისეები, წარმოადგენენ თეატრალურ პერფორმანსს „მოგზაურობა ოლიმპიურ სამყაროში“. აქტივობებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს დაარსდა. სწორედ ამ პერიოდიდან ქართული ოლიმპიური სპორტი დამოუკიდებელი განვითარების გზას დაადგა. სეოკ - ი ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სპორტულ ფედერაციებსა და სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მოსახვედრად.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"